top of page
t-shirt-blue.png
t-shirt-red.png
hoody-blue-blue.png
polo dark blue.png
polo red.png
polo white.png
hoody-grey-red.png
hoody-black-red.png
TOTE BAG-NATURAL.png
TOTE BAG-BLUE.png
BACKPAC-WHITE.png
BACKPAC-BLUE.png
PIN-BLUE.png
PIN-RED.png
KEYRING-BLUE.png
KEYRING-CYAN.png
PIN-BACK.png

ცოტა რამ ჩვენს შესახებ

პრომო შოპი 2000 წლიდან მუშაობს საფირმო სასაჩუქრე ატრიბუტიკის - პრომო საჩუქრების მიმართულებით.

 

ჩვენ ვართ საერთაშორისო სარეკლამო სუვენირული პროდუქციის მომწოდებელთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის - PSI(promotional Service Institute) წევრი. ასოციაციის წევრობა საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ საუკეთესო პროდუქცია საუკეთესო ფასად. გვქონდეს კონტაქტი 6500-ზე მეტ კომპანიასთან, რომელიც ამ სფეროში მუშაობს ევროპასა და მთელს მსოფლიოში. გვქონდეს მუდმივად განახლებული ევროპული ხარისხის კოლექცია.

პრომო შოპი, გთავაზობთ ექსკლუზიური პარტნიორების სასაჩუქრე ატრიბუტიკის არჩევანს წინასწარი შეკვეთით და თბილისისი საწყობიდან:

SENATOR-ის, ევროპაში ნომერი პირველი ბრენდის, გერმანიაში წარმოებული მაღალი ხარისხის კალმები და ჭიქები.

STEDMAN-ის და B&C -ს ბრენდის, (გერმანიანია) მაღალი ხარისხის ტექსტილის პროდუქციას.

ასევე სხვადასხვა პროდუქციის განახლებად ჩამონათვალს.

მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ამ სფეროში, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სწორად შერჩეული პროდუქცია კონკრეტული მიზნის მისაღწევად, საუკეთესო ფასები და უზრუნველვყოთ პროდუქციის მიწოდება საუკეთესო ვადებში.

საკუთარი საბეჭდი დანადგარები, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ მინიმალური მიწოდების ვადები და მოქნილი ფასები. გავაკონტროლოთ ხარისხი და საბეჭდი ფერის სიზუსტე. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია დავამზადოთ სახელობითი საჩუქრები, მეტალის ზედაპირზე ლაზერული გრავირებით.

წლების მანძილზე მიღებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ პრომო შოპი არის ლიდერი სასაჩუქრე ატრიბუტიკის წარმოებაში საქართველოს ბაზარზე.

ამ ვებ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს მიერ დამზადებული პრომო საჩუქრების ნაწილი. ჩვენი ძირითადი მომწოდებლების მიმდინარე წლის კოლექციები და ელექტრონული კატალოგები. თუ ამ კოლექციებში ვერ იპოვეთ ის კონკრეტული პროდუქტი, რაც თქვენ გჭირდებათ, თქვენი სარეკლამო კამპანიისათვის, დაგვიკავშირდით და ვეცდებით მოგაწოდოთ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია ამ პოზიციის მოწოდების შესაძლებლობაზე.

პრომო საჩუქარი

 

საჩუქარი ყოველთვის დადებით ემოციებს ტოვებს, გავცემთ თუ ვიღებთ მას. კარგია, როდესაც ეს საჩუქარი იმიჯზეც ზრუნავს და მასზე თქვენი კომპანიის საფირმო ნიშანია დატანილი. ამ შემთხვევაში ეს უკვე პრომო საჩუქარია.

 

ადამიანისთვის, რომელიც პრომო საჩუქარს იღებს, და მანამდე შეხება აქ ჰქონია თქვენს პროდუქციასთან თუ მომსახურებასთან, პირველი შთაბეჭდილება სწორედ ამ საჩუქრიდან ექმნება თქვენს კომპანიაზე, პროდუქციაზე, მომსახურების ხარისხზე... სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი საფირმო ნიშნით დამზადებული ნივთი შეესაბამებოდეს თქვენი კომპანიის სახელს, პროდუქციისა და მომსახურების ხარისხს, იწვევდეს დადებით ემოციებს. მნიშვნელოვანია, რომ საჩუქრის მფლობელს არ მოუნდეს მასთან განშორება, რათა პრომო საჩუქარმა მაქსიმალურად შეასრულოს მოვალეობა და დიდი ხანი იმუშაოს როგორც თქვენმა რეკლამამ...

 

ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურებისა თუ სიახლის პოპულარიზაციისათვის საჭიროა გარკვეული ტიპის სარეკლამო კამპანია. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული საშუალებაა პრომო აქციები, რომლის დროსაც რა თქმა უნდა აუცილებელია პრომო საჩუქრები, პროდუქციისა თუ მომსახურების ტიპის მიხედვით სწორად შერჩეული ნივთი თქვენი საფირმო ნიშნით.

 

გამოკვლევებისას პრომო საჩუქრების პრიორეტეტები სხვა ტიპის სარეკლამო კამპანიასთან შედარებით გამოკითხულმა რესპოდენტებმა შემდეგნაირად დაახასიათეს: 

 

პრომო საჩუქრების უპირატესობები?

- არ გაწყვეტინებს საყვარელი ფილმის ან გადაცემის  ყურებას, ყველაზე საინტერესო მომენტში;

- არ გივსებს საფოსტო ყუთს სარეკლამო წერილებით;

- არ არის მომაბეზრებელი;

 

გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ:

 

- 72%-ს ახსოვს პრომო საჩუქარი და მისი გამგზავნი;

- 49%-ს ახსოვს სარეკლამო კლიპი ტელევიზიაში;

- 24%-ს ახსოვს ნაბაჭდი რეკლამა;

 

პრომო საჩუქრები უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე სარეკლამო კლიპები ტელევიზიაში ან ბეჭდვითი რეკლამა.

 

გამოკითხულთა 70%-ს სიამოვნებს პრომო საჩუქრის მიღება და აფასებს ასეთი ტიპის სარეკლამო კამპანიას დადებითად;

გამოკითხულ მომხმარებელთა 43 % (ერთი და იგივე კატეგორიის და ფასის პროდუქციიდან) არჩევანს იმ პროდუქტზე აკეთებს, რომლის საფირმო ნიშნით დამზადებული პრომო საჩუქარიც მიიღო.

 

- გამოკითხულთა 83% მოსწონს საჩუქრების მიღება;

- გამოკითხულთა 48% სიამოვნებით მიიღებდა უფრო მეტ პრომო საჩუქარს;

- გამოკითხულთა 38%-ს ახსოვს პრომო აქცია და პრომო საჩუქარი, რომელიც ამ აქციაზე მიიღო;

- გამოკითხულთა მსოლოდ 2%-ს არ მოსწონს პრომო საჩუქრების მიღება;

 

მხოლოდ 21% ფიქრობს, რომ პრომო საჩუქრების მიღება შემაწუხებელია;

33%-სთვის მომაბეზრებელია რეკლამა ჟურნალებში;

66%-სთვის მომაბეზრებელია საფოსტო რეკლამა ;

78%-სთვის მომაბეზრებელია რეკლამა ტელევიზიაში;

 

 

ყველაფერი ზემოთთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი სარეკლამო კამპანიის წარმატების ძირითად შემადგენელ ნაწილს სწორად შერჩეული პრომო საჩუქარი წარმოადგენს.

 

სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ პრომო საჩუქრების დიდ არჩევანს ნებისმიერი პრომო აქციისათვის, ახალი პროდუქციის პრომოციისათვის, თანამშრომლებისათვის და პარტნიორებისათვის.

 

ნებისმიერი კატეგორიის საჩუქარი, ნებისმიერი ფასის ჯგუფიდან.

 

ყველაზე გაყიდვადი

შეარჩიეთ საჩუქრები ჩვენი კოლექციიდან

pf.png
xd.png
hi.png
mob.png
TOPS.png

გამოიწერე სიახლეები

bottom of page